LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი სახელი შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა.. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი“ – პრემიერი

167
BeFunky-collage

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წლისთავის გასვლას ეხმიანება.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის სახელი შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა.

„დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან.

მისი სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის.

ჩვენს საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. ერთი დღის შემდეგ, 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო აწამეს.

მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპანტებმა ოჯახს 26 დღის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადასცეს.

ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საია: „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს გადახდა დააკისრა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები