ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მოცეკვავეები მივიდნენ და ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.
“ანსამბლის ნაწილი გასტროლზე იმყოფება, ჩვენ, ნინო და ილიკო სუხიშვილების და დასის სახელით მოვედით, რათა პატივი მივაგოთ ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას”,- განაცხადა „სუხიშვილების“ დირექტორმა ნინომ შარაშიძემ.
