არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო წესით დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით.
გარდა ამისა, ტატუნაშვილის დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო აიღებს.
ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, სოფელ ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
“სამოქალაქო პანაშვიდები ოჯახში გაიმართება. შაბათს დილას, ვფიქრობთ, რომ გადავასვენოთ წეროვნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, შემდეგ მოხდება იქიდან გადასვენება ქანდის სასაფლაოზე“, – განაცხადა თინიკაშვილმა.