ბათუმში, კლუბში „სოჰო“ 10 აგვისტოს რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. რუსას ცნობილ ჰიტებს ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერლები შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: რუსა მორჩილაძე, ლელა წურწუმია, სოფო ხალვაში, დუეტი ჯორჯია, აჩიკო მეფარიძე, სოფო ნიჟარაძე, ნინი ქარსელაძე, დათუნა მგელაძე, ნინო ჩხეიძე, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, დათო ფორჩხიძე, თამთა ჭელიძე. ღონისძიებას ხატია შამუგია წაიყვანს. ივენთს დაიწყებს დიჯეი 22:00 საათიდან.
კონცერტის ბილეთების ღირებულება 30, 40, 50 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე tkt.ge.
ცნობისთვის, კლუბში „სოჰო“ 12 აგვისტოს ლელა წურწუმიას კონცერტი გაიმართება. მომღერალი მსმენელის წინაშე ბენდ „NONSTOP“-თან ერთად წარდგება. კონცერტის მთავარი სტუმარი კი „დუეტი ჯორჯია“ იქნება.
კლუბში „სოჰო“ 13 აგვისტოს სტეფანეს კონცერტს შეგიძლიათ დაესწროთ. აღნიშნულ კონცერტს მუსიკალურად ქვეყნის საუკეთესო მუსიკოსები გააფორმებენ.