გადაცემას „ღვინო დუდუკი ქალები ანსამბლ ,,რუსთავის” წევრები სტუმრობდნენ. გადაცემის ფარგლებში მომღერლებმა რამდენიმე ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზეს და გვიამბეს ანსამბლის წარმატებებზე.

გავიხსენოთ 1968 წელი, როდესაც ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა დააარსა ეს ანსამბლი, არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად…

დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ანზორს ანსამბლ ,,რუსთავისთვის” და ბიჭებს, რომლებმაც ეს ისტორია აქამდე მოიტანეს. ამ ანსამბლის ჩამოყალიბებას ბევრმა ადამიანმა შეუწყო ხელი, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ოთარ თაქთაქიშვილი, რომელიც ანსამბლისთვის წერდა სიმღერებს. ძველი დროიდან მოყოლებული მოვლილი გვაქვს სხვადასხვა ქვეყნები და ქალაქები. 98 წელს ვიყავით ლონდონში, სადაც წარვსდექით მაყურებლის წინაშე დიდ საკონცერტო დარბაზ ალბერტ-ჰოლში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ნაგებობაა. გამორჩეულად აღსანიშნავია ალბათ ის ამბავი, რომ ვიყავით იაპონიაში 45 დღე, სადაც ჩავატარეთ 33 კონცერტი, 22 ქალაქში. ჩვენთვის ყველასთვის საამაყოა ასეთ ანსამბლში სიმღერა.

ანსამბლ ,,რუსთავში” თითქმის დაარსებიდან კახურ მრავალჟამიერს უბადლო შემსრულებელი ტარიელ ონაშვილი მღეროდა, ამიტომ რთულია მის შემდეგ მოგიწიოს შესრულება.

ვრცლად გადაცემა…

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05