რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ ორი უნიჭიერესი მომღერალი, ირმა სოხაძე და ნუგზარ ჩხაიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც ცოცხლად შეასრულეს დუეტი და ისაუბრეს თავიანთ შემოქმედებაზე, ასევე მოგვიტანეს ახალი სიმღერა, სახელწოდებით ,,უცნაური დღე”.
ირმა სოხაძე:

ყოველთვის გვიხარია თქვენთან სტუმრობა, რადგან კარგი ჰოლდინგი ხართ და ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ. წელს ვაპირებ კონცერტის გაკეთებას და რა თქმა უნდა ჩემი საინფორმაციო მხარდამჭერი იქნებით თქვენ. მე და ნუგზარი მადლიერები ვართ თქვენი, რადგან ყველგან არ არის ფორმატი, რომ მიიტანო სიმღერა და დააპრემიერო. ორი წლის წინ გავაკეთეთ ნუგზარის შემოქმედებითი საღამო, სადაც წლების წინ დაწერილი სიმღერები ბევრმა კარგმა მომღერალმა შეასრულა, მათ შორის ეკა მამალაძემ, მერაბ სეფაშვილმა, ნუკრი კაპანაძემ, ლაშა ღლონტმა და კიდევ ყველა თაობის მომღერლებმა, არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

ვრცლად გადაცემა…

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05