ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” კომპოზიტორი, მომღერალი და უბრალოდ ხელოვანი ადამიანი ნუგზარ ერგემლიძე სტუმრობდა , მან გადაცემის ფარგლებში თავის შემოქმედებით ცხოვრების გზაზე ისაუბრა, ახალი ბათუმური სიმღერა ”ისევ წვიმს”  დააპრემიერა და გიტარის თანხლებით რამდენიმე სიმღერა ცოცხლად შეასრულა.

ბატონო ნუგზარ, საიდან დაიწყო თქვენი შემოქმედებითი გზა?

ბათუმიდან დაიწყო ყველაფერი, ისევე როგორც ჩემი ცხოვრება. ჩვენ არ ვირჩევთ დაბადების ადგილს და ისე მოხდა , რომ მე ბათუმში უნდა დავბადებულიყავი, ჩემი თანაკლასელის  ძმა სოსო ბარდანაშვილი  ახლა ისრაელში ცნობილი კომპოზიტორი, კარგი პოეტი და მხატვარია, მეც ვეთამაშებოდი ამ დარგებს და მან შემამჩნია პირველად.

გია ყანჩელსაც აქვს ჩემს წინ წამოწევაში როლი, მან ურჩია ჩემი თავი რობერტ ბარძიმაშვილს, რომელიც პირველ ქართულ როკ-ოპერას დგამდა,  ლიბრეტოს ავტორი რობერტ სტურუა იყო, მე კი პოეტად წარმადგინეს. შემდეგ კარგად გავიცანით ერთმანეთი, ჩემი სიმღერებიც მოისმინა და სწორედ ასე გაჩნდა ”ვია 75” – ის რეპერტუარში ჩემი ნამუშევრები.

ვრცლად გადაცემა…

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები