LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მადლობა მინდა გადავუხადო ბატონი ოთარის შვილს, მიხეილ რამიშვილს, რომ მანდო ეს სიმღერა” – თაზო ჯანაშვილი

957
tazojaniashvili

რადიოს „არ დაიდარდო“ მხიარული დილის სტუმარი მომღერალი თაზო ჯანაშვილი გახლდათ. მომღერალმა მსმენელს ახალი სიმღერა „შენ შორსა ხარ“ წარუდგინა.

-თაზო, დღეს გვაქვს სიმღერის პრემიერა, რომელსაც ჰქვია „შენ შორსა ხარ“. მოგვიყევი სიმღერის შესახებ…

-ეს სიმღერა დაახლოებით 2 წლის წინ ჩაიწერა. სიმღერა ეკუთვნის ოთარ რამიშვილს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონი ოთარის შვილს, მიხეილ რამიშვილს, რომ მანდო ეს სიმღერა. მარიამ ქაცარავასთან „My studio”-ში ჩაიწერა ეს სიმღერა.  გიტარას ხვიჩა მაღლაკელიძე უკრავს. ასევე, დიდი მადლობა მარიამს, ხვიჩას და რადიოს „არ დაიდარდო“, რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენს ეთერში გაჟღერებულიყო ეს ნამუშევარი.

-ახალ სიმღერაზე თუ დაიწყე უკვე მუშაობა?

-წინასწარ არ მინდა საუბარი. არ გავითვალო (იცინის). არის ერთი სიმღერა, რომელზეც ახლა ვმუშაობ და ძალიან მალე იქნება მზად.

 

თაზო ჯანაშვილი – შენ შორსა ხარ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები