LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მინდოდა, მხიარულ ტალღაზე დავმდგარიყავი დილიდან და ამიტომ შემოგიერთდით” – ნათია დუმბაძე სიახლეებით ,,არ დაიდარდოში”

281
natiadumbadze

რადიო ,,არ დაიდარდოს’’ რუბრიკას ,,მხიარული დილა’’ მომღერალი ნათია დუმბაძე (დუმბო) სტუმრობდა.

ნათია დუმბაძე: ძალიან მინდოდა, რომ მხიარულ ტალღაზე დავმდგარიყავი დილიდან და ამიტომ შემოგიერთდით, მადლობა ამისთვის. ჩემი დილა სხვადასხვა დროს იწყება. თუმცა, ბავშვიდან გამომდინარე ყოველთვის ადრე ვდგები, სადღაც დილის ცხრის ნახევრიდან.

როგორ განწყობაზე იწყება შენი დილა?

დიდი ხანი ძალიან პოზიტიურად იწყებოდა. თუმცა, რაც პანდემია დაიწყო მეც შემეხო, ჩემს ოჯახს და ჩემს ნერვულ სისტემასაც. ქვეყანაში არსებული ცოტა მძიმე მოვლენებიდან გამომდინარე ცოტა მიჭირს ხოლმე ხასიათზე მოსვლა, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ კარგად ვიყო. ვფიქრობ რომ ადამიანმა პოზიტიურად უნდა შეხედო ყველაფერს და ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფრის მიუხედავად მაინც, იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა დავლაგდებით და უკეთესობისკენ წავალთ.

პანდემიის მიუხედავად, არ გაჩერებულხარ და მსმენელს ახალ ნამუშევრებს თავაზობ, გაქვს რამე სიახლე?

რომ არა ეს სიტუაცია, უფრო მეტ სიახლეს გავაკეთებდი. ახლა მაინც ძირითადად ბავშვებზე ვარ გადართული. თუმცა, რა თქმა უნდა არ გავჩერებულვარ. ახლა კიდევ ერთი ახალი სიმღერა ჩავწერე, რომელსაც ჯერ არ ვამხელ. ასევე, ,,რეზო და ბავშვებთან” ერთად ჩავწერე ძალიან მაგარი დუეტი, რომელიც ჯერ-ჯერობით ვერ გავაჰიტეთ. გვინდოდა ვიდეორგოლის პრეზენტაცია, რისი საშუალებაც არ მოგვეცა და ამიტომ, ყველაფერი გაზაფხულისთვის გადავდეთ. როგორც კი სიტუაცია დამშვიდდება და დალაგდება ჩვენც მაქსიმალურად გავაგრძელებთ შემოქმედებით აქტიურობას.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები