,,ღამის პრაიმ ტაიმმა” საახალწლოდ შესრულებული არაერთი საინტერესო ნომრის შემდეგ, გადაცემა რეიტინგულ ჰიტებს დაუთმო და სტუდიაში პოპულარული მომღერლები მოიწვია.
გადაცემაში შესრულდა მომღერალ თაკო მელიქიშვილის სიმღერა ,,მერე”, რომელიც კომპოზიტორ ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.
,,უსაყვარლესი თაკო”, ,,მიყვარს ეს პოზიტიური გოგო”, ,,მაგარი გოგო ხარ თაკო ბრავო”, – უწერენ თაკოს კომენტარებში სიმღერაზე, რომელსაც უკვე უამრავი ლაიქი და გაზიარება აქვს.
ვიდეო, რომელიც სოცქსელებში აიტაცეს: თაკო მელიქიშვილისა და ქსოვრელების ახალი დუეტი