„რუსთავი 2“-ზე ყველაზე ეროვნული და სახალხო მუსიკალური მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“-ს მესამე სეზონი იწყება. პოპულარულ მუსიკალურ შოუს მთელი საქართველო ელოდება. „მხოლოდ ქართულის“ დახმარებით უამრავი ახალგაზრდა შემსრულებელი გავიცანით, რომელთაც თავადაც არ წარმოედგინათ, თუკი ქართული სიმღერის შესრულება კარგად გამოუვიდოდათ, ბევრმა სწორედ ამ მიმართულებით იპოვა საკუთარი თავი. მეგაშოუმ ბევრი ძველი ქართული სიმღერა ახლებური ვერსიით გააცოცხლა და კვლავ პოპულარული გახადა.

მესამე სეზონისთვის „რუსთავი 2“-ში გამორჩეულად ემზადებიან და უკვე გამოცხადებულია შესარჩევი ტურები, რომლებიც მთელ საქართველოში გაიმართება, თუმცა დაიწყება თბილისიდან, 26 მაისს.

მსურველები შეგიძლიათ, მიბრძანდეთ ტელეკომპანია„ რუსთავი 2“-ში, 26 მაისს, 12 საათზე.

მისამართი: ზ.ანჯაფარიძის 5ა .

მსგავსი თემები