LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე „დორსში“ 21 თებერვალს კონცერტს გამართავს

ოტო-890x395_c

ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი.

კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე.

ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს.

შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური პროექტის გამარჯვებული ისრაელში „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით გაემგზავრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები