მომღერალი, მსახიობი და „არ დაიდარდოს“ წამყვანი, ლაშა რამიშვილი „პოსტ ალიონს“ თავის ქალიშვილთან, მართასთან ერთად ესტუმრა. მამა-შვილმა დუეტი შეასრულა. სიმღერის სახელწოდებაა „მონატრების ფერია“. მელოდიისა და ტექსტის ავტორი თავად ლაშა რამიშვილი გახლავთ. სიმღერამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და დადებითი კომენტარები დაიმსახურა.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 