LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ჯგუფი „ღამის სკოლა“ თანამედროვე ქართული სიმღერების ახალ ვერსიებს შემოგვთავაზებს

154
ardaidardo-news-gamis-skola-23234243

,,რადიო დუეტს თაკოსთან ერთად” ჯგუფი ,,ღამის სკოლა” და მათი ხელმძღვანელი გია გოგორიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის ფარგლებში ახლად შექმნილი ჯგუფის სადებიუტო ნამუშევრის, ნუგზარ ერგემლიძის სიმღერების პოპურის ახლებური ვერსიის  პრემიერა გაიმართა.

ბატონო გია, მოგვიყევით როგორ შეიქმნა ორიგინალური სახელის მქონე ჯგუფი?

გია გოგორიშვილი:

ყველაფერი რესტორანიდან ,,ბარაკონი” დაიწყო. ვცდილობდით განსხვავებული, ორიგინალური და ყველასთვის მისაღები შემადგენლობა ჩამოგვეყალიბებინა. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ვიპოვეთ, საინტერესო პროგრამა შეიქმნა, შემდეგ კი დირექტორისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ სიმღერა  ჩაგვეწერა და წინ წავსულიყავით. ნუგზარ ერგემლიძის სიმღერების ახლებური ვერსიების ჩაწერა გადავწყვიტეთ, ბატონი ნუგზარი ძალიან დაგვეხმარა  და სახელწოდებაზე რომ მიდგა საქმე მისივე იდეა იყო, რომ რახან ღამით მუშაობთ და მოღვაწეობთ ,,ღამის სკოლა” შესაფერისი სახელიაო.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები