გადაცემას „ღვინო დუდუკი ქალები” ჭაბუკა ამირანაშვილი და ჯგუფი „შარას” წევრები სტუმრობდნენ. გადაცემის ფარგლებში მომღერლებმა რამდენიმე ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზეს, ჩინეთში გასტროლებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსეს. გადაცემის მიწურულს კი გია ყანჩელის „ჩიტო გვრიტოს” ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართა, რომელიც როგორც ჭაბუა ამირანაშვილმა გვითხრა, მიუხედავად იმისა რომ ავტორს ეს სიმღერა არ უყვარდა ჯგუფის ვერსია ძალიან მოწონებია…