,,ჩვენი პირველი შეხვედრა 26-27 წლის წინ შედგა, ეს იყო პეტერბუგრში" - გოგიტა გოგიძე

რადიო ,,არ დაიდარდოს გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან რთად” პირდაპირ ეთერში ამერიკიდან ჩაერთო გოგიტა გოგიძე, ხოლო მოსკოვიდან ლოლა წერეთელი ორიგინალური დუეტის პრემიერით ,,როცა გული ბედნიერია”.

როგორც  მომღერლები ამბობენ, ძალიან დატვირთული წელი აქვთ, ბევრი სიახლეა და პროექტები. სიმღერა, რომელიც დღეს მოგვიტანეს, მისი მუსიკა და ტექსტი თავად გოგიტას ეკუთვნის, ჩაიწერა მისსავე სტუდიაში, ნიუ-იორკში. გოგიტამ ამერიკაში ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. ერთ-ერთი პროექტი, რომელზედაც მუშაობს არის  ”იმღერე რამე”, სადაც არაპროფესიონალ ადამიანებს ეძლევათ შანსი  სცენაზე დადგომის და ოცნების ახდენის. ასევე 5 ნოემბერს ტარდება მისი საიუბილეო საღამო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ამერიკაში მოღვაწე საოპერო და საესტრადო მომღერლები.

ლოლა წერეთელი კი სექტემბერ-ოქტომბერში ამერიკაში მიემგზავრება საღამოების ჩასატარებლად. შემდეგ მიდის ანაპაში თავის  ბენდთან ერთად. 5 დეკემბერს რამდენიმე დღით საქართველოს ესტუმრება და შემდეგ ლონდონში მოემგზავრება.

მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ..

ლოლა წერეთელი:

მოგესალმები თაკო ამერიკიდან.

გოგიტა გოგიძე:

მოგესალმებით, მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა თქვენთან ყოფნის საშუალება.

გოგიტა, რამდენი წელია ამერიკაში ხარ და თუ აპირებ საქართველოში დაბრუნებას?

4 წელი გახდება დეკემბერში, რაც ამერიკაში ვიმყოფები. ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავ საქართველოში წამოსვლას, ვაგვარებ გარკვეულ საქმეებს და შემდეგ დაგიბრუნდებით დიდი პროექტებით.

სოციალურ ქსელში თვალყურს გადევნებთ, ვხედავთ, რომ ამერიკაში ბევრი საინტერესო პროექტით გამოირჩევი..

ბოლო პროექტი ”იმღერე რამე”, რომელზედაც ვიმუშავე არის არაპროფესიონალი ადამიანების, რომელთაც უყვართ სიმღერა. ამერიკა ხომ ოცნებების ასრულების ქვეყანაა, ამიტომ მივეცით საშუალება ამ ადამიანებს ოცნება აეხდინათ და სცენაზე დამდგარიყვნენ. ტარდება ფოტოსესიები, ვიღებთ კლიპებს და ყველანაირად მათ გვერდში ვართ. ადამიანები ხარობენ, ეფერებიან ერთმანეთს და საქართველოში მცხოვრებ ახლობლებს უძღვნიან თავიანთ შემოქმედებას. სულ გავაკეთე ხუთი სეზონი, მეექსვე სეზონი კი გაზაფხულზე იქნება. შუალედში კი, 5 ნოემბერს, ტარდება ჩემი საიუბილეო საღამო, რომელიც შარშან პანდემიის გამო ვერ შედგა. ვფიქრობ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ეს ერთი თარიღი მნიშვნელოვანია, 50 წელი ისეთი ასაკია, რომ ცხოვრების ნახევარი გავლილი გაქვს, ამიტომ უნდა გაკეთდეს რეზიუმე  თუ რა გამოიარე და რა შექმენი. ჩემი სურვილია, რომ აქ მოღვაწე ყველა პროფესიონალი მუსიკოსი ჩავრთო ამ პროექტში. უნდა გაკეთდეს დუეტები, საოპერო მომღერლებიდან დაწყებული საესტრადოთი დამთავრებული. ასევე ჩამოვაყალიბეთ ვეტერანთა დახმარების ფონდი, რომლის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი ვარ. ქართველებს გვაქვს ჩამოყალიბებული ლეგიონი, ვიღებთ მონაწილეობას სამხედრო სწავლებებში. გვინდა, რომ ვეტერანთა ოჯახის წარმომადგენლებს გზა გავუხსნათ სამხედრო განათლების მიღებაში, ამერიკაში. ამ ეტაპზე შეზღუდულები ვართ, იმედია მალე ნებისმიერ ადამიანს დავეხმარებით სამხედრო განათლების მიღებაში. საქართველოში ერთ წრეზე ვტრიალებთ, არაფერი არ მიდის წინ. უნდა გავიშალოთ, გავიგოთ, ვისწავლოთ, შემდეგ კი დავბრუნდეთ და ავაყვავოთ ჩვენი სამშობლო.

ლოლა როგორც ვიცით იყავი საქართველოში, შემდეგ წახვედი მოსკოვში და სექტემბრის ბოლოს კი ამერიკაში აპირებ წასვლას..

ზაფხული საქართველოში გავატარე, ორი თვე ქობულეთში ვისვენებდი და თან ვმუშაობდი. მოვეფერე ყველა ქართველს, უკვე ძალიან მომენატრნენ. როგორც ვიცი გზები უკვე გაიხსნა, მივდივარ ნიუ-იორკში გოგიტასთან. იგეგმება საღამოები ჩემს მეგობრებთან ერთად რესტორანში, რომლის მეპატრონე გახლავთ აკო და ანდრო, ძალიან კარგი ბიჭები, ჩემს მზიასთან ერთად. საღამოები ჩატარდება სექტემბრის ბოლოს და ასევე ოქტომბერშიც.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?

გოგიტა გოგიძე:

ჩვენი პირველი შეხვედრა 26-27 წლის წინ შედგა, ეს იყო პეტერბუგრში. მაშინ დრო საერთოდ იყო გაჩერებული, სულ ორი-სამი რესტორანი მუშაობდა. ერთგან მე ვმღეროდი, მეორეგან კი ლოლა. გართობა, როდესაც გვინდოდა დავდიოდით ერთმანეთის რესტორანში. ლოლა მხოლოდ მომღერალი არ არის, მას უყვარს თავისი პროფესია და ის საქმე, რასაც აკეთებს, დღე-ღამე შრომობდა.

თქვენი ერთობლივი სიმღერა ”როცა გული ბედნიერია” როგორ ჩაიწერა?

გოგიტა გოგიძე:

როდესაც გავიგე, რომ ლოლა ამერიკაში უნდა ჩამოსულიყო არ გავუშვი ხელიდან ეს მომენტი. აქამდეც მქონდა სურვილი მასთან ერთად სიმღერის ჩაწერის, თუმცა რთულია დისტანციურად ამ ყველაფრის გაკეთება. მალევე დავწერე სიმღერის ტექსტი, მელოდია. კორექტირება კი ჩვენმა მოსკოველმა მეგობარმა, ეკა თარგამაძემ გაგვიკეთა. ტექსტიდან ამოიღო სანთელი, ხატი, რადგან მისაღები  ყოფილიყო ყველა ეროვნებისთვის. არანჟირება ეკუთვნის კასიევს. ჩაიწერა ნიუ-იორკში, ჩემს სტუდიაში.

ლოლა წერეთელი:

სიმღერის სახელწოდებას თავიდან ვფიქრობდით ”გოგიტა და ლოლიტა” ან ”ლოლიტა და გოგიტა”, თუმცა ”როცა გული ბედნიერია” ყველაფერი კარგადაა, გოგიტაც და ლოლაც კარგად არიან (იცინიან). მინდა ყველა ადამიანი იყოს ჯანმრთელი, ღმერთს მეტს არაფერს არ ვთხოვ.

გოგიტა მერწყულებისთვის როგორი წელია?

მერწყულებს წელს მაგარი წელი ჰქონდათ, იუპიტერი იყო მერწყულში. სანამ გამოსულა და თევზებში გადასულა, მოასწარით კარგი ამბები. ლოლამ კარგად თქვა ყველა ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების ფართო ასპარეზზე წარმოჩენას. ამაზე მე და ჩემი მეგობრებიც ვმუშაობთ, გვაქვს კულტურისა და განათლების ფონდი, რომელიც ძალიან მალე აქტიურად დაიწყებს მუშაობას. იქნება ბევრი პროექტი ამერიკაში, მათ შორის საოპერო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი. ასევე საბავშვო ფესტივალი საქართველოში, სადაც გამარჯვებული ბავშვი დაფინანსდება და ჩამოვიყვანთ აქ, გალა კონცერტზე მონაწილეობის მისაღებად. ადრე გურჯაანში ტარდებოდა ხოლმე, ახლა კი მასშტაბი გაიზრდება და ყოველ წელს ჩავატარებთ. თითქმის შექმნის დღიდან ვთანამშრომლობ რადიო ”არ დაიდარდოსთან”. ასეთი ტრადიცია გვაქვს, ჩემს ყოველ დაბადებისდღეზე სიმღერის პრემიერით მოვდივარ.

ლოლა შენი გეგმები როგორია?

მუშაობის პროცესში ვარ, ვწერ სიმღერებს. გრანდიოზული პროექტის გაკეთებას ამ ეტაპზე ვერ ვგეგმავ, რადგან მჭირდება მოსკოვის საბუთები, რომელსაც ახლა ვაკეთებ.  ვმუშაობ ბენდთან ერთად, გვაქვს გასტროლები. ნიუ-იორკიდან, რომ ჩამოვალ უნდა წავიდე ანაპაში. 5 დეკემბერს მოვდივარ საქართველოში რამდენიმე დღით. შემდეგ კი ვფიქრობ ლონდონში წასვლას.  დიდი მადლობა რადიო ”არ დაიდარდოს” ძალიან მიყვარხართ, სულ გისმენთ. ჩვენ ბევრ სიმღერას დავწერთ, შემდეგ ჩავწერთ და მოვიტანთ თქვენთან, რათა შედგეს პრემიერა.

 

ლოლა & გოგიტა გოგიძე – როცა გული ბედნიერია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლოლა & გოგიტა გოგიძე. ვიდეო კოლაჟი

 

 

  Ad desktop banner Ad mobile banner