,,რადიო დუეტს” თაკოსთან ერთად კომპოზიტორი ზურაბ ჩინჩალაძე და მუსიკოსი ჯემალ ბერძენიშვილი სტუმრობდნენ, გადაცემის ფარგლებში ზურაბ ჩინჩალაძის ორი ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა , ,,მითხარი” და ,,დიღმის მაწონი” ამიერიდან ,,არ დაიდარდოს” ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ…
მოგვიყევით თქვენს შემოქმედებაში რა ხდება საინტერესო ?
დღეს ჩემი მეგობრის ნუკრი ჩირიკაშვილის ერთი კარგი სიმღერა მოგიტანეთ, რომელიც თავად გესაუბრებათ ამის შესახებ. მისი სურვილი იყო ჩემი სიმღერის შესრულება და ავარჩიეთ ერთ-ერთი ძველი სიმღერა, ეს იქნება მისი პირველი სტუდიური ნამუშევარი, ჩვენვე გადავიღეთ კლიპიც, დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობრები შალვა გრძელიშვილი, სერგი ქვრივჭირიშვილი და ნათია ზურაბიშვილი, არაპროფესიონალი მსახიობები, რომლებიც კლიპში იღებენ მონაწილეობას.