LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა, რომელიც მოგიტანეთ, მთელი ჩემი ბავშვობაა და ვიცი, მსმენელი ძალიან შეიყვარებს” – ლაშა ღლონტი

501
lasha-glonti-nwrdt20

რადიო „არ დაიდარდოს” გადაცემას  „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად” მომღერალი ლაშა ღლონტი ესტუმრა, რომელმაც ახალი სიმღერა ,,მომხვიე ხელები” წარმოგვიდგინა.

ლაშა როგორც ვიცი ძალიან კარგი სიმღერა მოგვიტანე, გვიამბე ამის შესახებ…

თქვენთან ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში, ჩემი შემოქმედება „არ დაიდარდოსთან” ერთად დაიბადა, ამიტომ ჩემი ყველა სიმღერის პრემიერა აქ გაიმართება. სიმღერა, რომელიც მოგიტანეთ, მთელი ჩემი ბავშვობაა, ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მომღერლების, ჩიქოვანების ოჯახს, კერძოდ გიგლა ჩიქოვანს, რადგან ამ ადამიანებისგან ვიცი ეს სიმღერა. მუსიკა ეკუთვნის ბატონ გოგი ჩლაიძეს, არაჩვეულებრივ ქართველ კომპოზიტორს, ტექსტის ავტორი კი  ბატონი გია ფერაძეა, ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი მსახიობი.  ვიცი, რომ მსმენელი ამ სიმღერას ძალიან შეიყვარებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მარიკა ქაცარავას და მის სტუდიას არანჟირებისთვის. სატელევიზიო პრემიერა იქნება გადაცემა „პროფილში”, თუმცა ჯერ „არ დაიდარდოში”, ნებისმიერი ჩემი სიმღერის პრემიერა ხდება ასე.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები