LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრადიციად გვექცა, თითქმის ბოლო 10 წელია, ჩემი სიმღერები თქვენთან პრემიერდება” – პაატა თედიაშვილი

181
paata-tediashvili-news3434345

რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემაში „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ ყველასათვის ცნობილი პაატა თედიაშვილი ესტუმრა. რადიოს ეთერში სიმღერის  „თეთრი ღამე“ პრემიერა გაიმართა.

ტრადიციად გვექცა, თითქმის ბოლო 10 წელია ჩემი სიმღერები თქვენთან პრემიერდება

როგორ შეხვდი ახალ 2020 წელს?

პირველ რიგში მივესალმები თქვენს ერთგულ მსმენელს და მივულოცავ ახალ 2020 წელს. წლევანდელი წელი ყველასგან განსხვავებული იყო, რადგან შევხვდი სახლში, ოჯახურ გარემოში. უკვე იმდენად მივეჩვიე საახალწლო ქაოსს, სიარულს ქალაქიდან ქალაქში და რესტორნებში, რომ ოჯახურ გარემოში შეხვედრა ძალიან განსხვავებული იყო. მივიღე მონაწილეობა საახალწლო სამზადისში და ვიტრიალე სამზარეულოში. ბავშვობიდან გვაქვს იმერული წესი ოჯახში, მეკვლე არის აუცილებლად დედა, რომელიც გარეთ გადის 5 წუთით ადრე და შემდეგ შემოდის ტკბილეულობით.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები