LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ კახიძე „კახიძეების” წარმატებული პროექტით და გასტროლი იაპონიაში

155
vaxtang-kaxidze-gvino-duduki

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” მაესტრო ვახტანგ კახიძე სტუმრობდა. დირიჟორმა მის შემოქმედებით ცხოვრებაზე, მიმდინარე პროექტებზე და მამაზე ისაუბრა.  

პროექტი ,,კახიძეები”, რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ?

ეს კონცერტი შედგება ორი ნაწილისგან,   პირველი ნაწილი ჯანსუღ კახიძის სიმღერებს აერთიანებს, მეორე ნაწილილში კი ჩემი სიმღერებია წარმოდგენილი. თავიდან მოვყვები, თუ საიდან დავიწყეთ, 2015 წელს დავაფუძნეთ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი, რომლის ძირითადი მიზანი თბილისის სიმფონიური ორკესტრის და პოპ ვარსკვლავების თანამშრომლობაა. 5 ფესტივალი ჩავატარეთ და უკვე უზარმაზარი წრე დაგროვდა მეგობრების, ვისთანაც ვთანამშრომლობთ. ძალიან გაამართლა ამ პროექტმა, მოწონებას იმსახურებს საფესტივალო პროგრამა, თავიდანვე ჩემი ინიციატივა იყო ქართული მუსიკაც ყოფილიყო წარმოდგენილი ფესტივალში, მაგრამ ვინადან ფესტივალის პირველ წელს არაფერი შემხვდა, თავად გავაკეთე პროექტი, რომელიც თეატრისა და კინო მუსიკას, ჯაზ-ფოლკ კომპოზიციებს და სიმღერებს აერთიანებდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. შემდეგ წელს გავაკეთე მამაჩემის სიმღერების პროექტი, რომელშიც ეკა მამალაძე, ანსამბლი ,,რუსთავი” და მე ვმონაწილეობდით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მუსიკის პროექტში არაჩვეულებრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ, ასევე მინდა ვთქვა, რომ მომღერლობის პრეტენზია არასოდეს მქონია, მამაჩემი რომ მღეროდა, ისე მე ვერასოდეს ვიმღერებ, მისი პროექტი რომ გავაკეთეთ, მაშინ გავბედე მისი სიმღერების მღერა, ჩემი შვილიც პატარა ასაკიდან ასრულებდა ამ სიმღერებს და ახლოს იყო მასთან ეს ჟღერადობა. ისე, ზოგადად როგორც თამადას უკეთესი რეპუტაცია მაქვს ვიდრე როგორც მომღერალს.

ამ პროექტის კონცერტებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდი იყო და ხშირად გვიწევდა კონცერტების დამატება, შარშან წამოვიდა იდეა ამ ორი პროექტის შერწყმის, მოხდა კიდევაც და წარმოდგენა გაიყო ორ განყოფილებად, რამდენიმე კონცერტი გავმართეთ, დაგვირგვინება კი ,,ბლექ სი არენაზე” შედგა .

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები