„ყველაზე არასწორად შერჩეული მიზანი სიმშვიდე და სიწყნარეა მაშინ, როცა ცოცხალი ხარ... ჩვენ განვითარებაზე, მუდმივ სიახლეზე, წინსვლაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული“ - ანზორ ოდიშარია
3 აგვისტოს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემა „გზაჯვარედინი“ აგვისტოს თვის ზოგად მიმოხილვას დაეთმო. გადაცემის მთავარი თემა ცხოვრების სწორი მიზანი, სწორი დასვენება და ძილის სწორი რეჟიმი იყო.
ანზორ ოდიშარია: ძალიან უცნაურ პერიოდში შევედით, დადგა აგვისტო, რომლის პირველ დღეებშიც სამყაროში არსებული ენერგია ყველასთვის საკმარისი არ არის. ამ ბოლო პერიოდში ადამიანები ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ არიან ასეთი დაღლილები, მოდუნებულები. ამ პერიოდში, როცა სამყაროში ძალიან დიდი ენერგიაა შემოსული, იცის მსგავსი მოდუნება, რადგან ორგანიზმი ენერგიის მოპოვებისთვის აღარ შრომობს იმდენს, რამდენსაც აქამდე შრომობდა, რადგან რესურსი ისედაც ძალიან ბევრია. ამ დროს ყველაზე მთავარია გვქონდეს ჩვენი ცხოვრებისეული მიზანი, თუ სწორად გაქვთ შერჩეული თქვენი მიმართულება, მაშინ ამ ენერგიას გამოიყენებთ, ეს ენერგია არ დაგღლით და იქნებით აქტიურ ფაზაში.
როდის გაივლის აღნიშნული პერიოდი?
10 აგვისტომდე არის ისეთი ენერგეტიკული გრადუსი, რომელიც ცოტათი ცუდად მოქმედებს ადამიანებზე, ამ პერიოდში ძლიერია ტოქსიკური ენერგია და ძლიერია სამყაროს ენერგიაც, რომელიც ცეცხლის ენერგიით არის სავსე. ცეცხლის ენერგია კი ყველასთან ვერ შედის ჰარმონიულ ურთიერთობაში, რადგან ეს არის იმპულსი, რომელსაც სულ მოქმედება, დინამიკა, მოძრაობა სჭირდება. არიან ადამიანები, რომელთაც არასწორი ცხოვრებისეული მიზნები აქვთ. მინდა, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ არასწორ ცხოვრებისეულ მიზანს შევეხოთ, რაც ცხოვრებაში სიმშვიდის მოპოვებას გულისხმობს. ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ცხოვრებაში სიმშვიდე, სიწყნარე უნდათ. ყველაზე არასწორად შერჩეული მიზანი კი სიმშვიდე და სიწყნარეა მაშინ, როცა ცოცხალი ხარ, რადგან ცხოვრება ისე არის მოწყობილი, რომ არცერთი დღე ჰგავს მეორეს, ყოველი დღე აქტიურია, ეს არის ციკლი, დინამიკა. თუ შენ ამ დინამიკაში გარკვეულ სტაბილურობას, მოწესრიგებულობას და სიმშვიდეს ეძებ, ეს მიზანი არ ასრულდება. ჩვენი მიზანი აუცილებლად ჯანსაღი უნდა იყოს, ჩვენ განვითარებაზე, მუდმივ სიახლეზე, სისწორეზე, წინსვლაზე, ახალი უნარების შემოტანაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. სიმშვიდესთან მიმართებაში ცოლ-ქმრის ურთიერთობას თუ განვიხილავთ, უნდა ითქვას, რომ ცოლი და ქმარი ერთმანეთისთვის კარგი კონკურენტები უნდა იყვნენ, მათ სწორად უნდა განავითარონ და შექმნან ერთმანეთი. თუ ცოლი მეუღლის კარგი კონკურენტია, ის ყოველთვის ვითარდება მასთან ერთად, რადგან უქმნის შესაბამის გარემოს, მიუთითებს, რა არის ცუდი, უწევს წინააღმდეგობას და ა.შ. თუ მეუღლე ამ ყველაფერს აგვარებს და აწესრიგებს, ითვლება, რომ ერთი გამოცდა უკვე ჩააბარეს და ახალ საფეხურზე გადავიდნენ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათი ურთიერთობა ვითარდება. როგორც კი სიმშვიდის, სტაბილურობის სურვილი შემოდის ურთიერთობაში, ეს ურთიერთობა იწყებს გაფუჭებას, რადგან ურთიერთობას უყვარს დინამიკა, სიახლეები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ როდესაც ურთიერთობა არ ვითარდება, პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ უჩნდებათ პრეტენზიები.
პირადად მე საკმაოდ ხშირად ვამბობ, რომ მშვიდი დასვენება უფრო მიყვარს, ვიდრე აქტიური. ეს რამდენად სწორი მიდგომაა?
დასვენება თვითონ ასოცირდება სიმშვიდესთან, მაგრამ დასვენების დროსაც უნდა შემოიტანოთ რაიმე კარგი და საჭირო თქვენს ცხოვრებაში, გაეცნოთ ლიტერატურას, მნიშვნელოვან ინფორმაციებს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ადამიანის დასვენებისთვის დრო არის საჭირო. 1-2 კვირიანი შვებულებები საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ ადამიანმა, მისმა სხეულმა და გონებამ დაიწყოს რეალური დასვენება მინიმუმ 21 დღე არის საჭირო, რადგან სწორედაც, რომ ამის მერე იწყებს ადამიანი დასვენებას. თუ ჩვენ სწორ დასვენებაზე ვსაუბრობთ, ამისთვის მინიმუმ 40 დღე უნდა იყოს გათვლილი. ასეთ დროს ადამიანი სრულად ისვენებს და მისი ენერგეტიკაც მწყობრში მოდის. ის მცირეხნიანი დასვენებები არის უბრალოდ პაუზა, ჩვენ უბრალოდ ცოტახნით ვჩერდებით, ეს შეიძლება ვიღაცას შველის კიდეც, მაგრამ დამიჯერეთ, არ არის საკმარისი, რადგან ამ ენერგეტიკული ჯაჭვიდან, ქაოსიდან გამოსვლა და მერე ისევ უკან დაბრუნება ბევრად უფრო დიდი სტრესია, ვიდრე ასეთ დინამიკაში ცხოვრება. რამდენიმე დღიანი გასვლები შეიძლება ჩვენს ტვინს და ემოციებს ახარებს, მაგრამ ამ დროს ენერგეტიკულად ვერ ისვენებს ადამიანი.
რა პერიოდია დასვენებისთვის ყველაზე კარგი?
დასვენებისთვის კარგია 21 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე პერიოდი, როცა სამყაროში მეტწილად მშვიდი, ბალანსირებული ენერგიაა. რაც შეეხება ახლო პერიოდს, ახლა სამყაროში ძლიერი ენერგიაა და ძალიან კარგია აქტიური დასვენებისთვის და გართობისთვის.
რამდენიმე გადაცემის წინ ძილზეც ვისაუბრეთ და თქვენ აღნიშნეთ, რომ შეიძლება 11 საათზე დავიძინოთ ღამის 3 ზე გავიღვიძოთ, მაგრამ ვიყოთ მხნედ. რამდენად მნიშვნელოვანია ძილის საათების სწორად შერჩევა?
იმაზე მეტი გამოძინება, ვიდრე ეს ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. ალბათ, შეგიმჩნევიათ, როგორი დასივებული იღვიძებს ადამიანი ხანგრძლივი ძილის შემდეგ, უჭირს ადგომა, აქვს თავის ტკივილი, დიდხანს უნდება გამოფხიზლებას და ა.შ. გამოფხიზლება კი მარტივად, სწრაფ ტემპში უნდა ხდებოდეს. ჩვენ გვაქვს ეზოთერული რიტმი, დროის სარტყელები, რომლის მიხედვითაც, პირველი ძილის დარტყმა 21:00 საათზე მოდის, მეორე 23:00 საათზე, შემდეგი 02:00-ზე და 04:00-ზე. 02:00 საათზე დაძინებისას, ორგანიზმი უკვე ხვდება, რომ სტრესშია, რომ მისი პატრონი არ ზრუნავს სხეულზე. თუ მაინც 02:00 საათზე დავიძინებთ, 06:00 საათზე რომ გავიღვიძოთ, საკმარისი იქნება. თუ თქვენ მიხვდით, რომ გავიდა 3-4 საათი და თქვენ ვერ იძინებთ, ჯობია, რომ იმ დღეს საერთოდ არ დაიძინოთ და მეორე დღეს თქვენ უკვე დაგირეგულირდებათ დღის რიტმი. ყველაზე სწორი დრო დაძინებისთვის მაინც 23:00 საათია. მთავარია, 03:00 საათს არ გადააცილოთ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. ოცდამეერთე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად.