LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ares Design-მა ძალიან მრისხანე Land Rover Defender წარმოადგინა

69

იტალიურმა დიზაინ ატელიე Ares Design-მა, რომლის დამაარსებელიც Lotus Cars-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია, JE Motorworks-სთან ერთად ყველგანმავალი Land Rover Defender-ის უნიკალური ვერსია მოამზადა. სულ ასეთი 53 ავტომობილი გამოვა.

მოდიფიკაციაზე მთელი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, პროექტის იდეა კი იმის წარმოდგენა იყო, როგორი იქნებოდა Def-ი, თუკი მისით Jaguar Land Rover-ის ალიანსის საქარხნო ატელიე Special Vehicle Operations დაკავდებოდა.

ავტომობილის გარეგნული მხარე მაქსიმალურად აგრესიული გახადეს: დააყენეს ლითონის ბამპერი, ახალი კაპოტი, ”კბილანა” საბურავები და ა.შ.

კაპოტის ქვეშ 286 ცხენის ძალიანი რვა ცილინდრიანი ძრავია, რომელიც წყვილში ექვს საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

სალონს ძვირფასი იტალიური ტყავით, ნატურალური ხით, კარბონითა და ალუმინით გააწყობენ, ინტერიერის გამოსახულება ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები