უკრაინის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლში უკრაინის არმიის 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითების დანაყოფი რუსებს ჩაბარდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი განაცხადა, 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა რთული და სარისკო მანევრის შედეგად ალყა გაარღვიეს და ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლებს შეუერთდნენ.
„მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია“ – რა გზებს ხედავს ქალაქის გასათავისუფლებლად პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამხედრო მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, მარიუპოლის ალყის სამხედრო გზით მოხსნა შეუძლებელია.
„36-ე ბრიგადამ ნაწილ-ნაწილ აიცილა მარცხი და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიპოვა მეორე შანსი. ქალაქის თავდაცვის სისტემა გაიზარდა და გაძლიერდა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
უკრაინელი საზღვაო ქვეითების დანებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 1 026-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში იარაღი დაყარა და რუს სამხედროებს ჩაბარდა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
