„36-ე საზღვაო ბრიგადის ნაწილი მარიუპოლში აზოვის პოლკში შეღწევის მცდელობისას, ტყვედ ჩავარდა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
თუმცა, როგორც მანვე აღნიშნა, საუბარია არა „ათასეულ“ მებრძოლზე, როგორც ამას რუსი დამპყრობლები ამტკიცებდნენ, არამედ გაცილებით მცირე რაოდენობაზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა მარიუპოლში ალყა გაარღვიეს და „აზოვის“ მებრძოლებს შეუერთდნენ.
„36-ე ბრიგადამ ნაწილ-ნაწილ აიცილა მარცხი და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიპოვა მეორე შანსი. ქალაქის თავდაცვის სისტემა გაიზარდა და გაძლიერდა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მანამდე კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 1 026-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში იარაღი დაყარა და რუს სამხედროებს ჩაბარდა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
