უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენკის მოკვლას.
ამის შესახებ მან BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსებმა უკვე ოთხჯერ ისროლეს უშუალოდ პრეზიდენტის ოფისთან.
„თქვენი მონა-მორჩილი, სხვათა შორის, პირველ ხუთეულშია. ეს ინფორმაცია ოპერატიულ მონაცემებს ეყრდნობა. ვინაიდან მოლაპარაკებათა პროცესი მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა, საიდანაც ვიდეოკავშირით მიმდინარეობს პროცესი – ნიშნავს საკუთარი თავისთვის ყველა გზის მოჭრას მოლაპარაკებებში. თუკი მოლაპარაკება არ იქნება – ეს უკვე სრულიად სხვა ვითარებაა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
