LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: უკრაინამ გამარჯვებისთვის 4 პირობა დაასახელა, რასაც დასავლეთმა „ხელი მოაწერა“

54
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინამ ომში გამარჯვებისთვის ოთხი პირობა წამოაყენა, რომელიც დასავლეთმა მიიღო და მას „ხელი მოაწერა“.

როგორც ალექსეი არესტოვიჩმა მედიასთან აღნიშნა, ერთ-ერთი პირობა ვლადიმირ პუტინის დამხობაა.

„კოლექტიურმა დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თვითონ უკრაინა განსაზღვრავს და ჩვენი საქმეა დავეხმაროთ.

გუშინ ოლაფ შოლცმა თქვა: ჩვენ მზად ვართ, უკრაინას ათწლეულების განმავლობაში დავეხმაროთ, ის ამაში არა ომის გაგრძელებას, არამედ ომის შემდგომ რეკონსტრუქციას გულისხმობდა“, – თქვა არესტოვიჩმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის გამარჯვებისთვის დასავლეთში ოთხი პირობა განიხილება:

„ამ პირობებს ისინი უკვე იყენებენ დოქტრინების სახით, როგორც დაგეგმვის ელემენტს. ეს პირობები ძალიან მარტივია და პრესისთვისაც საჯაროა:

  • უკრაინის ტერიტორიების სრული გათავისუფლება;
  • ომის დამნაშავეების გადაცემა;
  • რეპარაციების გადახდა;
  • პუტინის დამხობა

ყველაფერი გარკვეულია, ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ ასე ჩამოვაყალიბეთ გამარჯვება და მათ (დასავლეთში) ხელი მოაწერეს, რომ ამის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში