„რაც უფრო ნაკლებს მივიღებთ, მით უფრო გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა. ჩვენი ჯარისკაცები კვლავ დაიხოცებიან და ტერიტორიების დაკარგვას გავაგრძელებთ”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები ომში „თამაშის წესების შემცვლელი იარაღია“, თუმცა ის რაოდენობა, რასაც უკრაინას ჰპირდებიან, საკმარისი არ არის.
როგორც არესტოვიჩი განმარტავს, “უკრაინას მრავალჯერადი გაშვების 60 სარაკეტო სისტემა სჭირდება – ბევრად მეტი, ვიდრე გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები ჰპირდება”.
“თუ ჩვენ მივიღებთ ამ 60 ერთეულ ამ სისტემას, მაშინ რუსები დაკარგავენ წინ წასვლის უნარს, გახევდებიან. თუ 40-ს მივიღებთ, ისინი წინ წაიწევენ, თუმცა ძალიან ნელა და დიდი მსხვერპლით; 20-ით ისინი უფრო დიდი მსხვერპლით გააგრძელებენ წინსვლას, ვიდრე ახლა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში