American Music Awards-ს ცერემონიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტი სცენაზე გლედის ნაიტის გამოსვლა გახდა, რომელმაც პატივი მიაგო აგვისტოში გარდაცვლილი არეტა ფრანკლინის ხსოვნას. 74 წლის მუსიკოსმა სცენაზე არეტას უკვდავი ჰიტი Amazing Grace შეასრულა, რომელიც ამავე სახელწოდების 1972 წელს გამოსულ ალბომშია შეასული.
არეტა ფრანკლინის ხსოვნას პატივი ისეთმა მუსიკოსებმა მიაგეს, როგორებიც არის Mary Mary, დონი მაკლარკინი და სი სი ვაინანსი. მომღერლებმა სცენაზე არეტას ცნობილი ჰიტები Climbing Higher Mountains, Mary, Don’t You Weep და How I Got Over შეასრულეს.
საინტერესოა, რომ გლედის ნაიტმა ასევე არეტა ფრანკლინის დაკრძალვის ცერემონიაზეც იმღერა. მუსიკოსმა არეტა ფრანკლნი სიმღერით You’ll Never Walk Alone გააცილა.