LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არეტა ფრანკლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

106

სოულის 76 წლის დედოფლის არეტა ფრანკლინის ახლობლები თაყვანისმცემლებს სთხოვენ, მომღერლისთვის ილოცონ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომღერალი ბოლოს საზოგადოების წინაშე 2017 წლის ნოემბერში, ელტონ ჯონის მიერ დაარსებული შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე წარდგა.

არეტა ფლანკლინი 1942 წელს დაიბადა. 1967 წლიდან ფრანკლინი Atlantic Records-თან მუშაობდა, პროდიუსერ ჯერი უოქსლერთან ერთად r&b-ს სტილში გადაწყვეტილი 1960-იანი წლების არაერთი პოპულარული სიმღერა ჩაწერა.  არეტა ფრანკლინი პირველი ქალია, რომლის სახელიც როკ-ენ-როლის  დიდების დარბაზში უკვდავყვეს. 2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ის უდიდეს მომღერლად აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g