LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არგოს“ 40%-იანი წილი ჰოლანდიურმა Royal Swinkels -მა შეიძინა

132
shutterstock-257516356.0.0

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქართულ კომპანია „არგოსა“ და ნიდენლანდურ Royal Swinkels Family Brewers-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრო, რომლითაც ნიდერლანდურმა კომპანიამ „არგოს“ წილის 40 პროცენტი შეისყიდა.

კომპანიებს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც Royal Swinkels -მა „არგოს“ ბრენდი „ჰოლანდიის“ წარმოების ლიცენზია გადასცა. ქართულ კომპანიაში წილის შესყიდვით, Royal Swinkels – მა საქართველოს ლუდის ბაზარზე თავისი წილი 15 პროცენტამდე გაზარდა.

როგორც Royal Swinkels Family Brewers – ის გენერალურმა დირექტორმა პიერ სვინკელმა განაცხადა, საქართველოს ლუდის ბაზარი დინამიურად იზრდება, რასაც ტურიზმის სფეროს განვითარება უწყობს ხელს.

„ასევე დიდი პოტენციალი გვაქვს ქვეყნის გარეთაც. საქართველოს მთავრობას გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, რაც ძალიან ხელსაყრელია ექსპორტისთვის. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს კომპანიას ამ შეთანხმებების ფარგლებში წარმატებით გავიდეს საექსპორტო ბაზრებზე.“, – განაცხადა პიერ სვინკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები