დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
კოპენჰაგენის პოლიცია დაღუპულების ზუსტ რიცხვს ჯერ არ ასახელებს. “ვიცით, რომ არის რამდენიმე დაღუპული, რამდენიმე დაჭრილი” – განაცხადა პოლიციელმა სიორენ თომასენმა.
თვითმხილველების თქმით, სავაჭრო ცენტრში სროლა მოულოდნელად დაიწყო, რამაც პანიკა გამოიწვია.
ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, მკვლელს სანადირო თოფი ჰქონდა.
თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 22 წლის კაცი, რომელიც დანიის მოქალაქეა.
პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ მოტივი გაუგებარია, თუმცა ვერ გამორიცხავს ტერორისტულ აქტს.