LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ან არიან იდიოტები, ან ჩმორები„ – ჯაფარიძე კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

130
138F6C54-3DA7-45DF-9EFC-9EE5E78F452B_w1023_r1_s

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა და ფეისბუქზე ვიდეომიმართვაში საზოგადოებას მოუწოდა პარლამენტთან მისვლით გააპროტესტონ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში.

„ნახეთ ალბათ, ფეისბუქზე კომუნისტი რუსი დეპუტატი ჩამოიყვანეს შეფუთვის ქვეშ, რომელსაც ჰქვია, რაღაც საპარლამენთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეა და დასვეს სპიკერის სკამზე, იქიდან რუსულ ენაზე მიყავს რაღაცა სხდომა, ყოველშემთხვევაში აპირებდა რომ წაეყვანა.

პარლამენტთან ვართ მოსული, ვაპროტესტებთ ამ ადამიანის ჩამოსვლას. მგონია, რომ ახლა გამოსაყვანია ეგრევე ამ შენობიდან, ჩასასმელი არის მანქანაში და ეგრევ გასაშვებია აეროპორტში.

აქ ხალხი არ არის , დიდი ამბავია ფეისბუქზე, იქ ყვირილი არის კარგი, მაგრამ თუ აქ არ დადგებით, იმ რუსებს თუ არ დაანახებთ, რომ ხართ აღშფოთებული, ეგეთი რუსები კიდევ ბევრჯერ გამოვლენ“– ამბობს ჯაფარიძე.

https://www.facebook.com/japaridzez/videos/418741042049231/?__xts__[0]=68.ARArnsgsgxjes5s6i2iKQMC8MJMuTZ875TlEhjDkib_VxR-V9gvTer89BiWQ8DXi7t4oWqsSukE-qaIA9VVXLc7UHp9r27qyKx5_43L7Gxpph8_R36cBSCSoseepbOMhu2JwIuPRB0ISlkzsg6f6AtnP0q8IGSbpxr2ygweHC5XVpJCHRUUp_9cZ9IW41kjyv5FzlBoDp9j7JrvZwO2gqJaxoR2Psqr78uUxNCvHqMW5fp_kK5gJtX-xdknr6VRQBxayLsxHZbGQR-drrqEFb9DecVEN0LZDjNY5YEajVgcovGHNvPl_zscHVkn1hcTc8Zlyvot7U8RSNLVlpMf862qhsPkl4cSE&__tn__=-R

მისივე თქმით, ის რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდება, არის სირცხვილი.

„ამას ორი ახსნა აქვს – ან არიან იდიოტები, ან ჩმორები და უწვებიან რუსეთს. ამ ადამიანების შემოშვება-არშემოშვებაზე იყო ლაპარაკი და ახლა მთლად პარლამენტში, თავმჯდომარის სკამზე წამოაჯინეს. აქედან პირდაპირ უნდა წაიყვანონ აეროპორტში და დატოვონ ქვეყანა“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიციამ პარლამენთან 7 საათზე ღირსების აქცია დაანონსა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, არ დაუშვებენ იმ ასამბლეის ჩატარებას, რომელშიც რუსი დეპუტატები მონაწილეობენ. ოპოზიციის წევრები მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ევროპული საქართველოს დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან ავიდნენ სადაც ცოტა ხნის წინ რუსი დეპუტატი იჯდა. ისინი ტრიბუნასთან დგანან და ამბობენ, რომ გავრილოვს ამოსვლს საშუალებას არ მისცემენ.

პოპულალურები