LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდე „გრემის“ დაჯილდოვებაზე „ჯამბატისტა ვალის“ პრინცესას კაბით მივიდა (ფოტო)

2090
ariana-gram2020

წლევანდელი „გრემის“ რიგით 62-ე ცერემონიალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი წითელი ხალიჩაა, სადაც წელს უგემოვნო კაბების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა ვნახეთ. სამაგიეროდ სანთლით საძიებელ ულამაზეს კოსტიუმებს შორის, პირველი ალბათ ყველას არიანა გრანდე გაგვახსენდება.

ვარსკვლავმა წელს არჩევანი ნაცრისფერ კაბაზე გააკეთა, რომელიც „ჯამბატისტა ვალის“ სადღესასწაულო კაბების კოლექციიდან შეარჩია. ამ კაბაში ის პრინცესას შეადარეს, რადგან წითელი ხალიჩის ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

ყველაზე ლამაზად ჩაცმულ ვარსკლავებს შორის ჯონ ლეჯენდის მეუღლე, კრის ტეიგენი და მომღერალი ლიზზო დაასახელეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები