LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამილა კაბელომ სიმღერა მამას მიუძღვნა და მთელი დარბაზი აატირა (ფოტო/ვიდეო)

884
kamia-kabelo-gram

22 წლის კუბური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი კამილა კაბელო წელს ბოიფრენდთან, შონ მენდესთან ერთად „გრემის“ წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ მომღერალმა ნამდვილი შოუ დაჯილდოვების დროს მოაწყო. ის ცერემონიალის ერთ-ერთი გამომსვლელი იყო და ზღვა ემოციები აჩუქა პუბლიკას. მან სიმღერა First Man შეასრულა და  ჰიტი მამას მიუძღვნა, რომელიც დარბაზშის პირველი რიგებიდან ადევნებდა თვალს ცემონიას. ალეჰანდრო კაბელომ სიმღერის შესრულებისას ცრემლების შეკავება  ვერ შეძლო, რამაც მთელი დარბაზი აატირა.

კამილა სცენაზე ულამაზეს ვარდისფერ კაბაში გამოჩნდა. სიმღერის შესრულების დროს ეკრანზე კამილას ბავშვობის კადრები გადიოდა, სადაც ის და მამა ჩანდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები