LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდე ტურნეს დაწყებამდე ახალ ალბომს გამოუშვებს

120
download (2)

არიანა გრანდემ ,,ინსტაგრამზე” ხმის ჩამწერი სტუდიიდან ახალი ფოტოები გააზიარა. ამ პოსტმა ფანებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან ბევრმა მიიჩნია, რომ მომღერალი მე-8 სტუდიურ ალბომზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ვარაუდი მისი მხრიდან ციფრ რვასთან დაკავშირებულმა მინიშნებებმაც გაამძაფრა.

არტისტმა სურათების სერია 8 აპრილს, დილის 8 საათზე გამოაქვეყნა.

ამასთან, პოსტის მე-8 ფოტოზე გამოსახულია დამჭკნარი ყვავილები, რაც მომავალი პროექტის ვიზუალურ კონცეფციასა და სევდიან თემატიკას დაუკავშირეს.

სპეკულაციის თანახმადვე, მომღერალი ახალ ალბომს ტურნეს დაწყებამდე გამოუშვებს.

როგორც ცნობილია, არიანა ამჟამად აქტიურად ემზადება The Eternal Sunshine Tour-ისთვის, რომელიც 6 ივნისიდან იწყება.

გრანდეს თქმით, ტურნეს დასრულების შემდეგ, ხანგრძლივ მუსიკალურ პაუზას აიღებს, რადგან სამომავლოდ ის სამსახიობო კარიერისთვის მეტი ყურადღების დათმობას აპირებს.

,,მომავალ წელს შევხვდებით” – 6 წლის შემდეგ, არიანა გრანდე ტურნეს გამართავს

,,ვფიქრობ, მისი მონაწილეობა პროექტს ძალიან გაამდიდრებს” – ევან პიტერსი არიანა გრანდესთან ერთად „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მე-13 სეზონში გამოჩნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები