არიანა გრანდესთვის მიმდინარე წელი საკმაოდ ემოციური იყო. ცოტა ხნის წინ, ამერიკელი პოპ-შემსრულებელი პიტ დევიდსონს დაშორდა, რის მიზეზად ექს-ბოიფრენდის, მაკ მილერის გარდაცვალებით მიღებული სტრესი დასახელდა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ვარსკვლავთან გაყრა მძიმე აღმოჩნდა 25 წლის იუმორისტისთვის, რომელმაც ,,ინსტაგრამზე” ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ შემაშფოთებელი ტექსტი, რომელშიც დევიდსონი აღნიშნავს, რომ აღარ სურს ამ დედამიწაზე ცხოვრება სოციალური ქსელიდან მალევე გაქრა.
,,მე ნამდვილად არ მინდა ამ დედამიწაზე ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენს გამო აქ ვიყო, მაგრამ რამდენ ხანს შევძლებ არ ვიცი. ყველაფერი, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ვეხმარებოდი ხალხს. გახსოვდეს, რა გითხარი”, – წერდა კომიკოსი.
საგანგაშო პოსტს ,,ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა არიანა, რომელმაც ყოფილი შეყვარებული გაამხნევა.
,,მე ქვემოთ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. თუკი ვინმე ან რამე დაგჭირდეს, მე აქ ვარ. ” – დაწერა გრანდემ.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით პიტმა თქვა, რომ იხუმრა, თუმცა მისი არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ უკვე დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია. სწორედ ხასიათის მუდმივ ცვლილებას მიაწერენ მის უცნაურ ქცევებს.