LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არის მომენტები, როდესაც მანქანის კაბინაში ვეღარ ჩერდები, გინდა გადახვიდე და გაიქცე…” – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ემოციური პოსტი

206
220971872-617947169176263-5162922829769651784-n

ყველა ვთანხმდებით, რომ საექიმო საქმიანობა ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობად მიიჩნევა, ვინაიდან პაციენტი ექიმს ანდობს ყველაზე ძვირფასს, თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ეს განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენით პანდემიის ფონზე, როცა მედიცინის მუშაკებს, განსაკუთრებული დატვირთვით, 24 საათის განმავლობაში უწევთ ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგომა.

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ფიქრია შიომღვდლიშვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“არის მომენტები, როდესაც მანქანის კაბინაში ვეღარ ჩერდები, გინდა გადახვიდე და გაიქცე, როგორმე მოასწრო მიხვიდე იქ, სადაც “ღმერთმა გადამარჩინა”-ს სათქმელად თავად უფალი გგზავნის…

ამას ვერავინ მიხვდებით, რაც უნდა ხატოვნად გადმოვცე, ეს უნდა გამოსცადოთ:)

ეს ის მომენტებია, როდესაც არ გახსოვს არც ოჯახი, არც პირადი პრობლემები, საერთოდ არაფერი და არავინ, ხელებზე ხელთათმანით, მოზღვავებული ადრენალინით და გახშირებული გულისცემით სივრცის გარღვევას ცდილობ, რათა ვიღაცის გული არ გააჩერდეს და დროზე ადრე არ დატოვოს ბებერი, მრგვალი დედამიწა…

თქვენ არ იცით რას ნიშნავს თვეების შემდეგ იმ ადამიანის ნახვა, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად მთელი ენერგია ჩადე და ცოცხალიც აღარ გგონია…

არ იცით, რანაირი ემოციაა გადარჩენილი პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი თქვენს ხელს ხელში რომ მოიქცევს და აწყლიანებული თვალებით გეტყვით მადლობას…

ყოველი მორიგეობის მიწურულს ვფიქრობ რომ მორჩა… რომ მე ამ გადაღლას ვეღარ გავუძლებ, რომ გაქცევა მინდა, მაგრამ სულ,სულ,სულ ყველაფრის მიუხედავად, (ვგულისხმობ ზოგად ბრალდებებს ექიმების მიმართ, პერიოდულად აგრესიულ შემოტევებს საზოგადოების მხრიდან, ცინიკოსობას უმადურობას, ტალახის სროლას), უსაზღვრო ბედნიერება მოაქვს განცდას, რომ შეძელი და შენ შენი ხელებით, რომელიც არც ჯადოსნურია და არც სასწაულმოქმედი, სიკვდილს ირონიული ალიყური გააწანი და გააძევე კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრებიდან …”, – წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g