LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან ხშირია გამოძახებები, სადაც პაციენტები დისპეჩერებს უმალავენ კოვიდ ინფიცირების ფაქტს, ეკიპირების გარეშე მისულები ვარკვებთ რომ, თურმე ცხელება აქვს…” – რა მიმართვას ავრცელებს ექიმი

234
BeFunky-collage (7)

ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ “ბოლო დროს ძალიან ხშირია გამოძახებები, სადაც პაციენტები დისპეჩერებს უბრალოდ უმალავენ ცხელებას,ან კოვიდ ინფიცირების ფაქტს”, რაც ექიმის თქმით, დასამალი ინფორმაცია არ არის და ყველას მოუწოდებს, მსგავს შემთხვევაში არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც იფიქრონ.

“შესაბამისას ადგილზე ეკიპირების გარეშე მისულები ვარკვებთ რომ, თურმე ცხელება აქვს პაციენტს ან კოვიდ-კონტაქტია.
მეგობრებო, როდესაც 112-ის დისპეჩერი გეკითხებათ გაქვთ თუ არა მაღალი ტემპერატურა, თუ მოცემულ მომენტში სიცხის დამწევის ფონზე არ გაქვთ , არ ნიშნავს რომ უარყოთ ცხელების არსებობა, როცა მანამდე 2 საათით ადრე, ან მთელი კვირა გიფიქსირდებათ ცხელება.

კოვიდით ინფიცირება, ან უბრალოდ სხვა მიზეზით სიცხის მატება, არაა სირცხვილი, არც დასამალი ინფორმაცია მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის და მითუმეტეს ექიმებისთვის, ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა ბოლო ორი წელია და ამ რეალობას უნდა შევხვდეთ მობილიზებულები და ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარი კი არა,სხვების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაზეც.

არცერთი გამოძახება არ რჩება უყურადღებოდ, ყველგან მიდის ბრიგადა, უბრალოდ სრულფასოვნად მოწოდებული ინფორმაციის დროს, მისამართზე ავდივართ შესაბამისად ეკიპირებულები, რომ ჩვენი თავიც დავიცვათ და შემდეგი პაციენტებიც, ვისთანაც თქვენთვის დახმარების აღმოჩენის შემდეგ წავალთ, ბრიგადა თავის დაზღვევის მიზნით აბსოლუტურად ყველა მისამართზე ეკიპირებული ვერ ივლის,შეუძლებელია. ასე რომ სრულიად ელემენეტარული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლინებით, ეცადეთ თქვენს მიერ დამალული საჭირო ინფორმაციის გამო, უნებურად არ გავხდეთ წყარო სხვა პაციენტების ინფიცირების. (ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევების შემდეგ ყოველთვის ვაწარმოებთ პირად და სამედიცინო აღჭურვილობის დეზინფექციას,მაგრამ სჯობს მეტი დაცვა და მეტი სიფრთხილე)

და გთხოვთ, ნუ გაქვთ აგრესია, როდესაც ცხელების დროს დატესტვის რეკომენდაციას გაძლევთ, გამოვიდეთ ურწმუნო თომას როლიდან და პრობლემას საღად შევხედოთ, ამ პრობლემას მხოლოდ ექიმები ვერ გავუმკლავდებით,თქვენი პასუხისმგებლობის და დახმარების გარეშე, ერთად და ერთმანეთის გაფრთხილებით კი ყველაფერს მოვერევით.

ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები