LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ჯოლისა და პიტის დაშორების მიზეზი ლუპიტა ნიონგო

271

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შესაძლო განქორწინება მედიისთვის კვლავ აქტუალური განხილვის საგანია, თუმცა ამჯერად უკვე სხვა დეტალებიც გამოიკვეთა. ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, დაშორების მიზეზი, შესაძლოა, ანჯელინას დესპოტური ხასიათია, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად ასახსნელი არ არის.

ქორწინებამდე ანჯელინამ საქორწინო კონტრაქტში შემთხვევით არ შეიტანა პუნქტი, რომლის მიხედვით პიტს, ღალატის შემთხვევაში, ბავშვებზე მეურვეობა შეუწყდება.

ტაბლოიდების ინფორმაციით, ჯოლი ქმარსა და კენიელ მსახიობზე ლუპიტა ნიონგოზე ეჭვიანობს. მას ეჭვები ჯერ კიდევ გასულ წელს კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე გაუჩნდა, ბრედი ლუპიტას ერთი წუთითაც არ ტოვებდა, მისი გამარჯვების შემდეგ კი არც მხურვალე ოვაციები დაუშურებია. ანჯელინამ დაჯილდოება გაბრაზებულმა დატოვა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლუპიტა ნიონგო და ბრედ პიტი კვლავ ერთად იმუშავებენ ახალ დრამაზე, რომელსაც ბრედის საპროდიუსერო კომპანია Plan B. გამოუშვებს. ფილმი იქნება ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანის Americanah-ს ეკრანიზაცია.

690x369_1_1398241dea851b2ff5de9a0e07112262@942x504_0xd42ee42a_5120484861454521911

Untitled-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები