LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა პლასტიკური ოპერაცია სიმსივნის მაპროვოცირებელი ფაქტორი – ნიკოლოზ ფერაძე

238
IMG-5395

ევროპის ონკოლოგიური ინსტიტუტის წამყვანმა სპეციალისტმა ნიკოლოზ ფერაძემ მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“  ისაუბრა თემაზე, არის თუ არა პლასტიკური ოპერაცია სიმსივნის მაპროვოცირებელი ფაქტორი.

ჯანმრთელი ადამიანისთვის პლასტიკური ოპერაცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და დამატებით რისკს არ ქმნის. შესაბამისად ქალბატონებს შეუძლიათ ნებისმიერი პლასტიკური ოპერაციისა თუ ესთეტიკური პროცედურის გაკეთება, მათ შორის მკერდზეც.  თუმცა, პროცედურამდე აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოირიცხოს ყველა შესაძლო დაავადება, რომელიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.

მკერდის პლასტიკა შეიძლება გაიკეთოს ონკოლოგიურმა პაციენტმაც. ამ პროცედურას ძირითადად მიმართავენ მასტექტომიის შემდეგ. პროცედურის ჩატარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g