LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არმაზ ახვლედიანი “ქართულ ოცნებას” ტოვებს

99

არმაზ ახვლედიანი პარტია ქართულ ოცნებას ტოვებს. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ახვლედიანი  მიზეზად საარჩევნოდ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს. იგი მიიჩნევს, რომ პარტია დემოკრატიულ ინსტიტუტად ვერ განვითარდა და  „სამართლიანობისა და პროგრესის დროშით მოსული მმართველი პოლიტიკური ძალა თვითონვე იქცა სახელმწიფოს განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად“.

”პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არ უერთგულა 2012 წელს ნაკისრ მთავარ ვალდებულებებს და დემოკრატიულ ინსტიტუტად ვერ ჩამოყალიბდა. სამართლიანობისა და პროგრესის დროშით მოსული მმართველი პოლიტიკური ძალა თვითონვე იქცა სახელმწიფოს განვითარების შემფერხებელ ფაქტორად.
სამი წელია, ვიბრძვი „ოცნებაში“ ფესვგადგმული მანკიერი მმართველობის შესაცვლელად. თვითკმაყოფილი, საზოგადოებისგან გაუცხოებული პოლიტიკური ელიტა კი უარს ამბობს ცვლილებებზე და კვლავ ფასადურობით იფარგლება. ეს გარემოებები სხვა გზას არ მიტოვებს, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ გავემიჯნო „ქართულ ოცნებას“. გავდივარ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან და ვტოვებ პარტიას.
ვრჩები იმ ფასეულობების სამსახურში, რომელთა ერთგულებაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის შეგნებული არჩევანია”, – აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g