LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსული ინტერესის ასეთი ტემპით ზრდა მიდის იქით, რომ ქვეყანამ დაკარგოს მყიფედ არსებული კონტაქტები და დასავლელი პარტნიორები იქცნენ მტრებად – ესაა თქვენი ამოცანა“ – ახვლედიანი უმრავლესობას

128
არმაზ ახვლედიანი

„რუსული ინტერესის ასეთი ტემპით ზრდა საქართველოში, საბოლოო ჯამში, მიდის იქით, რომ ქვეყანამ დაკარგოს ჯერ კიდევ მყიფედ არსებული კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, დასავლელი პარტნიორები იქცნენ მტრებად, ესაა თქვენი ამოცანა“, – ამის შესახებ დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით უსმენენ, ახვლედიანმა თქვა, რომ საქმე გვაქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესების უგულებელყოფასთან, რომელთა ინტერესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ანაკლიის პროექტის მოკვლით, საქართველოს მთავრობამ ჩვენს სახელმწიფოს უნიკალური შანსი გააშვებინა, ერთი მხრივ შემოსავლების, დასაქმების კუთხით და მეორე მხრივ და რაც ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიღების, დასავლურ ორბიტაში ინტეგრირების კუთხით.

სალომე სამადაშვილი: ეროვნული ბანკი როგორც ინსტიტუცია, აღარ არსებობს - ევროკავშირი და ყველა მეგობარი გვეკითხება - „რას აკეთებთ?“

„კვირის დასაწყისში უფრო მაღალი შანსი არსებობდა, მიეღო ქვეყანას სტატუსი, ვიდრე დღეს არის ამის შანსი“

ისმის კითხვა – ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ეს არ არის რიტორიკული კითხვა.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ობიექტური შემფასებელი იტყვის, პასუხისმგებელი სწორედ საქართველოს მთავრობაა, რომელმაც, როგორც ჩანს, შეგნებულად ჩაიდინა ეს და საქართველოს დააკარგვინა უნიკალური შანსი, ეკონომიკური, პოლიტიკური და გარკვეული თვალსაზრისით, სამხედრო მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში, ამ პროექტის გავლით, შეერთებული შტატების უფრო დიდი მონაწილეობა ყოფილიყო.

როცა ამაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ სხვა არცერთი არგუმენტი არაა საჭირო მივხვდეთ რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესების უგულებელყოფასთან.

ვიოლა ფონ კრამონი: ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟი აქვს გადაწყვეტილი..დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის

იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა მკაფიოდ აცხადებს – მათი ინტერესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ანაკლიის პროექტი სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

თქვენც ამ ჭრილში განიხილავთ ანაკლიის პროექტს, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, ოღონდ განიხილავთ იმ კუთხით, რომ საქართველოს როგორმე ამ გზაზე კიდევ ერთი შესაძლებლობა დააკარგვინოთ.

ვინ არის ამ მხრივ პასუხისმგებელი? საქართველოს მთავრობა, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებ გადაწყვეტილებების მიღებას.

კახა კალაძე: რა თქმა უნდა, მინდა ევროპა ჩემთვის, შვილებისთვის, ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ადათ- წესებზე, წარსულზე, კულტურაზე – პირიქით, ამით ვართ ევროპაში საინტერესო, რომ ამხელა კულტურის ქვეყანა ვართ

გადაწყვეტილების მიმღები კვლავაც არაფორმალური მმართველია. საუბედუროდ, რუსული ინტერესის ასეთი ტემპით ზრდა საქართველოში მიუთითებს იმას და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიდის იქით, რომ საქართველომ დაკარგოს ჯერ კიდევ მყიფედ არსებული კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, დასავლელი პარტნიორები იქცნენ მტრებად, ესაა თქვენი ამოცანა“. – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები