LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არნახული ხელფასი: სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირიანი კონტრაქტი გაფორმდა

97
2547536-52849430-2560-1440

ბეისბოლისტმა სპორტის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტს მოაწერა ხელი – 430 მლნ დოლარი 12 წელიწადში.

„ლოს ანჯელეს ენჯელსის“ ბეისბოლისტმა მაიკ ტრაუტმა ძალიან მაგარ კონტრაქტს გამოკრა ხელი.

430 მილიონს 12 წელიწადზე თუ გადავუნაწილებთ, გამოვა, რომ 27 წლის სპორტსმენი წლიურად 36 მილიონს მიიღებს. ეს კი სპორტის ისტორიაში რეკორდული ხელშეკრულებაა.

წინა რეკორდი მოკრივე საულ ალვარესს ეკუთვნოდა, რომელმაც სტრიმინგ სერვისი DAZN-თან 365 მლნ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა 11 ორთაბრძოლის სანაცვლოდ.

ტრაუტი ორჯერ აღიარეს სეზონის MVP-ედ (2014, 2016) და 7-ჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები