გასულ კვირას, ლეგენდარულმა მსახიობმა ანოლდ შვარცენეგერმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა, როდესაც „ტერმინატორის“ ვარსკვლავმა საზოგადოების ყურადღება დამცავი პირბადით მიიქცია. ის კალიფონიის ქუჩებში, ბრენდირებული პირბადით სეირნობდა, რომელზეც We’ll be back ეწერა.
ფოტო: We’ll be back - არნოლდ შვარცენეგერი „ტერმინატორის“ სლოგანიანი პირბადით სეირნობს
გასეირნების შემდეგ კი მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ აღნიშნული პირბადეების შეძენას ისინიც შეძლებდნენ. გაყიდული პირბადეებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება
ახლა კი ის ქალიშვილთან ერთად, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობისას დააფიქსირეს72 წლის მსახიობს კვლავ საკულტო პირბადე ეკეთა. არნოლდი შორტებში იყო გამოწყობილი, ხოლო მისი ქალიშვილი, კრისტინა – შავ ლეგენსებში.