ხორვატიის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში არქეოლოგებმა ე.წ. „ვამპირის“ ნეშტი აღმოაჩინეს. როგორც Daily mail წერს, სხეული დანაწევრებულია, რაც იმ დროისთვის მიღებული პრაქტიკა იყო, რაღა ვამპირის გაცოცხლებისთვის შეეშალათ ხელი.
როგორც სპეციალისტები აზუსტებენ, ხორვატიაში ვამპირების არსებობის შესახებ მრავალი საუკუნის განმავლობაში სჯეროდათ. ერთი ასეთი მაგალითია, ადგილობრივი გლეხის იურე გრანდო ალილოვიჩის შემთხვევა, რომელიც 1656 წელს გარდაიცვალა და ისტორიულ წყაროებში ვამპირადაა მოხსენიებული.
ადგილობრივებს იმდენად სჯეროდათ და ეშინოდათ ვამპირების, რომ მათი სიკვდილის შემდეგ დაბრუნებასაც არ გამორიცხავდნენ. სწორედ ამიტომ, „ვამპირის“ დაკრძალვა სხვადასხვა სასტიკი მეთოდებით ხდებოდა.
საინტერესოა, რომ მკაცრად უსწორდებოდნენ „ვამპირებს“ სერბეთსა და პოლონეთშიც და შესაბამისი არტეფაქტები ამ ქვეყნების ტერიტორიებზეც მრავლადაა ნაპოვნი.


