LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქეოლოგებმა საგანძურით სავსე ძველი სამარხი იპოვეს

114
444-836d2747-4553-45e8-a2ef-a3ce52decced

ჩინეთში არქეოლოგებმა ჰენანის პროვინციაში უზარმაზარ სამეფო სამარხს მიაგნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინხუანი“ ავრცელებს.

ობიექტი, რომლის მასშტაბიც 17 კვადრატული მეტრია, ძველი დასახლების ვანჩჟუანის ტერიტორიაზე იპოვეს. ექსპერტთა შეფასებით, სამარხის ასაკი დაახლოებით 5 ათასი წელია.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამარხი, რომელიც ამ პერიოდს ეკუთვნის.

შიგნით არქეოლოგებმა 350 განსხვავებული არტეფაქტი იპოვეს, მათ შორის მრავალრიცხოვანი ფუფუნების საგანი. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ შიგნით ძველი სახელმწიფოს მეფე იქნებოდა დამარხული. ასეთ დასკვნამდე ისინი მას შემდეგ მივიდნენ, რაც სამარხის აგებულება და დამარხული საგანძური შეისწავლეს.

ჯერ-ჯერობით მმართველის ვინაობის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საუბარი გვიანი ნეოლითის ხანაზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები