LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არქიტექტურული პრემია 2018”– ის დაჯილდოების ცერემონიალი 15 დეკემბერს გაიმართება

1

,,საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის” და ჟურნალი STYLE-ს  ორგანიზებით, თბილისში, 2018 წლის 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორის“ საპრეზენტაციო დარბაზში, არქიტექტურის VII  საერთაშორისო  ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: მე – 13  საერთაშორისო  არქიტექტურული კონკურსის ,,არქიტექტურული  პრემია 2018”– ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

კონკურსში  მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი  არქიტექტორები.  

 ,,არქიტექტურული პრემია 2018,, – ში მონაწილეობის მისაღებად: საკონკურსო ნამუშევრების ატვირთვა დაიწყო 2018 წ. 20 სექტემბრიდან;  ნამუშევრების ატვირთვა მიმდინარეობდა – 2018 წლის 10 ნოემბრის 17:00 საათამდე;  საერთშორისო ჟიურიმ  იმუშავა 2018 წლის 20 ნოემბრის 24:00 საათამდე.

სულ 10 ნომინაციაში  შემოვიდა 168 ნამუშევარი. მონაწილეობა მიიღო 153  ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორმა დიზაინერმა და სტუდენტმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო  კონკურსში  –  არქიტექტურული  პრემია  –  2006  წლიდან დღემდე მრავალმა არქიტექტორმა,  დიზაინერმა,  თუ  სტუდენტმა  წარმოუდგინა  პროფესიონალებს და საზოგადოებას საკუთარი ინოვაციური პროექტი, თუ ხედვა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე საერთაშორისო კონკურსში შემოსული იყო 2200-მდე  არქიტექტურული ნამუშევარი.  ამ  პერიოდში  მრავალი  მონაწილესთვის  კონკურსში  წარმატების  მიღწევა,  რეალურად,  პირველი  ნაბიჯი  აღმოჩნდა  შემოქმედებითი  აღმავლობის  და  წარმატებულად თვითრეალიზაციის გზაზე.

„საერთაშორისო  კონკურსმა  საქართველოშიც და  საერთაშორისო  სარბიელზეც, არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროსთან ასოცირებული კომპანიების საკმაო ინტერესი და აქტიური მხარდაჭერა  გამოიწვია. ჩვენი კონკურსის ისტორიის მანძილზე  70- ზე  მეტმა  კომპანიამ დაგვიჭირა  მხარი. ეს ყოველივე კი ინვესტორსა და არქიტექტორს  შორის სრულყოფილ, წარმატებულ ალიანსს განაპირობებს. საერთაშორისო  კონკურსი  “არქიტექტურული პრემია  2018” საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს. საერთაშორისო  კონკურსი   ტარდება   არქიტექტურისა  და  დიზაინის  სფეროში  მოღვაწე პროფესიონალთათვის.

–  საერთაშორისო  კონკურსში  მონაწილეობისათვის  განიხილება  რეალიზებული  და სარეალიზაციო პროექტები და იდეები. 

–  საერთაშორისო  კონკურსის  მიზანია  საუკეთესო  პროექტების  წარმოჩენა  და იმ არქიტექტორებისა  თუ  დიზაინერების  დაფიქსირება,  რომელთაც  თავისი  წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში. 

–  საერთაშორისო  კონკურსის  ნომინაციებში  გამარჯვებულ  არქიტექტორებს  ენიჭებათ “არქიტექტურული პრემია 2018”. 

– საერთაშორისო  კონკურსის ნომინაციები მტკიცდება  ჟიურისა  (პროფესიული  ) და  კონკურსის ორგანიზატორების მიერ. 

საერთაშორისო კონკურსზე განიხილება ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
  2. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
  3. საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
  4. საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
  5. საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
  6. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
  7. მწვნე არქიტექტურა (რეალიზებული)
  8. სტუდენტური პროექტი
  9. არქიტექტურული პროექტი
  10. ქალაქგეგმარებითი პროექტი

არქიტექტურული პრემიას წარმოადგენს:

-პრემიის სიმბოლო – მცირე ფორმის სკულპტურა;

– ლაურეატის დიპლომი;

– ალტერნატიული ჟიურის პრემია;

– პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.

ნამუშევრები ფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ფორმა;  ფუნქცია; ინოვაცია; კონცეპტუალურობა; რეალობასთან სინქრონი (ადაპტაცია).

“არქიტექტურული პრემია  2018”-ის საერთაშორისო ჟიური,  საკონკურსო  ნამუშევრებიდან  ირჩევს  ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტებს.  პროფესიული ჟიურის წევრებს ურიგდებათ (ეგზავნებათ) პერსონალური კოდები და კონკურსის ვებ გვერდზე:  www. archiaward.com  – 10 ბალიანი სისტემით აფასებენ ობიექტებს.  სპეციალურ ვებგვერდზე: www.  archiaward.com  – ზე  წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვისაა ხელმისაწვდომი  და  საზოგადოების თითოეულ  წევრს, თავად შეუძლია, ასევე 10 ბალიანი სისტემით  შეაფასოს ისინი. რაც  კონკურსის  საერთაშორისო  ჟიურის შედეგებთან შეჯერებით ავტომატურად ჯამდება და  ფიქსირდება .

ყოველი  საკონკურსო  პროექტი,  საბოლოო  შეფასებამდე, ავტორის (ავტორთა  ჯგუფის  ) მითითების გარეშე, პერსონალური  ID-ით  არის წარმოდგენილი.   საბოლოოდ  თითოეულ    ნომინაციაში  შეირჩევა   ორი, სამი ან ოთხი საუკეთესო  ობიექტი, რომელთაგან  განსაკუთრებულად  აღინიშნება  ერთ-ერთი  –   მათგან  ყველაზე  მაღალი  ქულის მფლობელი  და  მხოლოდ  ამის  შემდგომ  ხდება  ცნობილი კონკურსში მონაწილე  ავტორთა ვინაობა.

დაჯილდოების  ცერემონიალის  დასასრულს,  საერთაშორისო  ფესტივალის  და   კონკურსის შედეგების  მიმოხილვის  შემდეგ,  ცხადდება შემდგომი  საერთაშორისო  კონკურსი  (“არქიტექტურული პრემია 2019”).

დაჯილდოების  საზეიმო ცერემონიალის და  პრეზენტაციის  ამსახველი  მასალა ქვეყნდება ვებგვერდებზე: www.archiaward.com ;  www. Archias.ge და იბეჭდება ჟურნალ ,,სტილში“ (#67)”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g