LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არსად დაგვრჩეს კარი ღია!” – ლადო კახაძე მიმდინარე მოვლენებს ლექსით ეხმაურება

173
20190325131643882158612

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, ლადო კახაძე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ლექსით გამოეხმაურა:

“დაიძახეს “ბოქ- ლომებმა”:
“არსად დაგვრჩეს კარი ღია!”
— ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანას
ნეტა ვის რა წაუღია?
სხვის ნაოფლარს ვინაწილებთ,
უმადურნი, ჯიბე ღია,
მიკროფონით სარგებლობას
ლამობს ბრიყვი და თავღია.
ენა ტვინის სათქმელს ბლოკავს,
საიდულმოს ამხელს “ღია”,
შური ბოღმის ნარჩენს ლოკავს,
გული დამშრალ ტბორში გდია.
მტარვალივით ვძიძგნით მამულს,
ანბანიდან ხმოვნებს ჰყრიან,
ლანძღვას ვისმენთ ერთ-ხმად გაბმულს,
დღეს ავყიას “გმირი” ჰქვია.
დღეს წინაპარის საფლავს ვკორტნით,
სხვის საჭმელში წკვარამს ჰყრიან,
ვხარობთ გულში ტყვიის მორტყმით,
სხვის დათესილს სხვანი მკიან.
სისხლისღვრისკენ გვიბიძგებენ,
მტრები დენთის კასრებს ხსნიან,
გაფრთხილებად ჩამითვალეთ-
უ ც ო დ ვ ე ლ ნ ი დაგვიხსნიან!!!”

ლადო კახაძე პარლამენტში 2019 წლის მაისის რიგგარეშე არჩევნების შემდეგ მოხვდა. ის მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g