LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს – ლიბერთის განმარტება

120
liberti-banki

წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყანაში ყოველთვის ჩნდება ხოლმე ე.წ საპენსიო სესხებზე დაპირებები. მართლაც არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, – ამ საკითხზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ ისაუბრა. მისი თქმით ის მოლოდინები, რაც ჩნდება ხოლმე ყოველთვის წინასაარჩევნოდ, არ არის რეალობასთან მიახლოვებული.

მენაბდის განმარტებით, როდესაც ვსაუბრობთ საპროცენტო განაკვეთზე, სიძვირეზე და შემცირების აუცილებლობაზე, პირველი უნდა ვთქვათ, ეს განაკვეთი არის თუ არა საბაზრო.

„ამაზე ბევრი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ფორმატში. ბევრმა ჩაატარა ჩვენგან დამოუკიდებლად კვლევები და აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სესხებზე, სწორედ ლიბერთის აქვს, განსაკუთრებით 60+ ასაკის მომხმარებლებისთვის. ჩვენი დღევანდელი საპროცენტო განაკვეთი არის ყველაზე გამჭვირვალე, არ არის აქ გაცემის საკომისიო, ყოველთვიური მომსახურების საკომისიო, დაზღვევის საკომისიო და ა.შ. ეს ყველაფერი შედის ამ ფასში და ამიტომაც არის გამჭვირვალე. შესაბამისად, ის მოლოდინები, რაც ჩნდება ხოლმე ყოველთვის წინასაარჩევნოდ, არ არის რეალობასთან მიახლოვებული. თუ ვლაპარაკობთ რომ ძვირია, რასთან შედარებით არის ძვირი პირველი ეს კითხვა არის და აღმოჩნდა, რომ ბაზართან მიმართებაში „ლიბერთის“ განაკვეთები არის კიდევ უფრო დაბალი“, –  აღნიშნა ვაჟა მენაბდემ.

ლიბერთი: სპეციალურად უფროსი თაობისთვის, ძალიან მალე გვექნება ახალი საკრედიტო ბარათი, განსაკუთრებული და უნიკალური პირობებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g