LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს წითელი ხაზები, რომელზე გადასვლას რა თქმა უნდა, ვერავის ვაპატიებთ – გიორგი გახარია

165
gaxariakdkdk-3

“არსებობს წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზი არის ერთადერთი – სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, რომელზე გადასვლაც რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვაპატიებთ”,-ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველამ ერთად უნდა შეიტანოს წვლილი კრიზისთან ბრძოლაში და არა კრიზისის გავრცელებაში.

„ჩვენ ყველამ ერთად წვლილი უნდა შევიტანოთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში და არა ეკონომიკური კრიზისის გავრცელებაში. ჩვენ ყველამ ერთად წვლილი უნდა შევიტანოთ დღეს, კრიზისისა და რეგიონში მწვავე კონფლიქტის პირობებში, რომელიც ტურბულენტობას ისედაც ზრდის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და არა დასუსტებაში და ეს ის პლატფორმაა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ ადამიანს ველაპარაკოთ. ეს არის ის პლატფორმა, რაზე სასაუბროდაც დავალება მოგვცა ჩვენ ჩვენმა ამომრჩეველმა, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზი არის ერთადერთი – სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, რომელზე გადასვლაც რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვაპატიებთ. ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g